ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება
2022 წლის 13 მაისიდან სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის შესახებ
ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის შესახებ ეყრდნობა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” რექტორის ბრძანებას (N 136/01-01; 11/05/2022).
ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის მნიშვნელოვანია, თსუ-დან გავიდეს კონკურენტუნარიანი, თავდაჯერებული, პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პროფესიონალი და ეფექტიანად რეალიზდეს ჩვენი სტუდენტების - შესანიშნავი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების განათლების უფლება. ამგვარად, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად:
- ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი გაგრძელდება სააუდიტორიო რეჟიმში.
- სააუდიტორიო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ადმინისტრაციას ელ-ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge. იხილეთ განცხადების ფორმა
- კონკრეტული განცხადებები ინდივიდუალურად განიხილება ადმინისტრაციის მიერ სტუდენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
განცხადებები მიიღება 16 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება 20 მაისს 6 საათზე.